„ახალი სანახაობა შემოგვთავაზეს…“ – დავით ფარცვანია

„ახალი სანახაობა შემოგვთავაზეს...“ - დავით ფარცვანიასაკრებულოს წევრი დავით ფარცვანია სოცილაურ ქსელში წერს:

„ახალი სანახაობა შემოგვთავაზეს – ახლა მთელი კვირა ვისაუბრებთ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

უარყო თუ არა ოცნებამ მეხუთე პრეზიდენტიც?

ეს დაპირისპირება რეალურია თუ იმიტაციაა?

ამ თვეში საკრებულოს სხდომაც გვექნება და შოუს მანდაც არ დაგაკლებთ.

შემდეგ “პოლიტიკური ელიტა” ამ ყველაფრის გაანალიზებას ყველა ეთერში დაიწყებს.

გააანალიზებენ იქამდე, სანამ ახალ გასარჩევ თემას არ “შემოგვიგდებენ”.

შემდეგ ისევ თანამშრომლობაზე დავიწყებთ საუბარს და ბოლო სერიაში, რა თქმა უნდა მაინც ერთმანეთს გადავაბრალებთ ყველაფერს – უსასრულობამდე.

31 წლის გავხდი და ყველა ხელისუფლების სცენარი იდენტურია – მხოლოდ სანახაობა და შიმშილის გადასაფარად თამაშებში ჩართული მოსახლეობა.

ამ დროს, ჩემს გარშემო ყველა გარბის მექსიკის გავლით ამერიკაში, ირლანდიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, რატომ?

ადამიანებს პროდუქტები გაუძვირდათ, საწვავი გაძვირდა, მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე ბევრად რთული გახდა ცხოვრება, ვიდრე იყო ოდესმე.

საზარელი წრეა ეს.

P.S NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75%-ზე მეტმა თქვა ნათლად და მკაფიოდ, რომ სურთ მათმა არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ მთავარ პრობლემებზე, მაგრამ როცა პარტია და პირადი ინტერესები ქვეყანაზე მეტია – ცხადია ამ საზარელი წრის გარღვევა ძალიან გაგვიჭირდება”.