ლევან გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საშინელი ამბავია …
უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში. მეზღვაურია და რეისიდან დაბრუნდა.
ახლახან გაიგო, რომ ოჯახი ამოუწყვიტეს – (დედა, შვილი, ცოლი). თავის მოკვლაც სცადა და აქ მოიყვანეს.
ახლა ფსიქოლოგი ესაუბრება გაყინულ ადამიანს და არანაირი შედეგი. დასრულდა ჩემი სიცოცხლეო, იძახის!
და ამის შემდეგ კიდევ არსებობთ ამ აგრესიის გამპრავებლები და სული ისევ არ გეყინებათ?!
არსებობს რაიმე სანუგეშო სიტყვა, რასაც ამ კაცს ვეტყვით და დავამშვიდებთ?“

