ალექსანდრა პაიჭაძე – “დიეტები არ მიყვარს… წონას უცებ ვიშორებ…”

ალექსანდრა პაიჭაძე - "დიეტები არ მიყვარს... წონას უცებ ვიშორებ..."მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სულ ცოტა ხნის წინ გახდა მეორე შვილის დედა. ის მალევე ჩადგა ფორმაში და სხეულის ძველი პარამეტრებიც აღიდგინა. მოდელი გამომწერებს Instagram-ის მეშვეობით სასარგებლო რჩევებს მუდმივად უზიარებს, თავის მხრივ მიმდევრები კი აღნიშნავენ, რომ ალექსანდრას გზავნილები უდიდესი სტიმულის მიმცემია.

ამჯერად, პაიჭაძემ ვარჯიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ უყვარს დიეტები და სასურველ წონას სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით ინარჩუნებს.

„10 წლის წინ, საკეისროდან 3-4 დღეში დავიწყე მცირე ბიძგებით პრესების კეთება, კარგი ექიმი შემხვდა და სწორად მირჩია უპრობლემო ოპერაციის მერე, რომ დიასტაზი შემეკრა. ახლაც, 10 წლის შემდეგ იგივე გავაკეთე და პლუს გონებით, ორგანიზმის უცებ აღდგენა მოვმართე.

ვვარჯიშობ ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. რომ არ მეზარება, ამაში ძალიან გამიმართლა ბავშვობიდან მივეჩვიე, ფიზიკურ აქტივობას, ნუკრის და თინის დარბაზში.

ვცადე უამრავი სტილის ვარჯიში და ჩემთვის უსაყვარლეს პილატესზე შევჩერდი, რომელიც უძლიერესს ხდის ძვალსახსროვსნ სისტემას, ნერვულ/კუნთოვან სისტემას, მენტალურ/სულიერ სისტემაზეც მოქმედებს.

ამასობაში, დავამუღამე კვების ყველაზე ეფექტური რეჟიმი, 18-საათიანი, სამოთხე ორგანიზმისთვის…. როცა მივხვდი, რამდენად კაიფია სიმსუბუქე და მოვლილი ტრაქტი. გავზარდე ინტერვალები კვებებს შორის. ულუფა შემცირდა, გასტრიტი და რეფლუქსი გასწორდა.

დიეტები არ მიყვარს, საერთოდ რამე განსაზღვრულ და შეზღუდულ წესზე არ მიყვარს დამოკიდებული ვიყო. საუკეთესო მოვნახე და მოვერგე. მთავარია, მივხვდი, რომ წონას უცებ მოვიშორებ თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დალაგებულად ვარ, იმ მომენტში და თუ კალორიების დეფიციტს შევქმნი ჩემ რაციონში, “, – წერს ალექსანდრა.

პრაიმ ტაიმი