“ბოლოს ლილოში ნახეს” – თბილისში 25 წლის ოთოს ეძებენ

თბილისში 25 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც დაკარგულის და აცხადებს, ბოლოს ბიჭი ლილოს დასახლებაში შენიშნეს.

“დაიკარგა ჩემი ძმა ოთო, 25 წლის. არის შშმ პირი. წუხელ დაახლოებით საღამოს 8 საათიდან ცხრის ნახევრამდე პერიოდში სახლიდან გამოვიდა და დაიძრა დიდი ვარაუდით პატარძეულიდან თბილისის მიმართულებით. აცვია შავი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსი. ბოლო კვალი ლილოს დასახლებაში იკვეთება”, – აცხადებს დაკარგულის და.

ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 595913272.

ინფორუსთავი