ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 463.8 ლარით განისაზღვრა
კვლავ განვმეორდები როდესაც ჩინოვნიკი ჭამს ხორცს და თქვენ კომბოსტოს, სტატისტიკურად თქვენ ჭამთ ტოლმას
საქსტატი საშუალო ხელფასს ითვლის კლასიკური გაგებით საშუალო არითმეტიკულის მეთოდით ( მე-6 კლასში რომ ისწავლეთ) არ ვხუმრობ.
მნიშვნელოვანია საშუალო ხელფასის დაანგარიშებაში შევიდეს შემდეგი მეთოდოლოგია:
საშუალო ჰარმონიულის შეწონილი;
ვარიაციის კოეფიციენტი (გაბნევა);
პოპულაციის ინდექსი (მოდა)
და ამ სამი პარამეტრის საშუალოს პრინციპით დაანგარიშდეს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი.
რეალურად დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მერყეობს 850-950 ლარის ფარგლებში“.

