გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენ

გორში ნაციონალების ოფისს თავს დაესხნენთავდასხმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე გორში – უცნობმა პირებმა შენობის ფასადი წითლად შეღებეს და რუსული წარწერები დატოვეს.

შემთხვევა 4 მარტს გამთენიისას მოხდა.

ვიდეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აზიანებს უცნობი პირი ოფისს. მას, სავარაუდოდ, მითითებებს კონკრეტული პიროვნება აძლევდა.

ენმ-ში ამბობენ, რომ ეს პრორუსული, ძალადობრივი “ალტ-ინფოს” და ხელისუფლების ერთობლივი ნამუშევარია. პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ მომხდარს შსს გამოიძიებს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გორში ენმ-ის ოფისს თავს ესხმიან და არბევენ.

მთავარი