გურჯაანში 2 მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა

გურჯაანში 2 მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ ერთმანეთს - 1 ადამიანი დაიღუპაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის ოთხმა მგზავრმა, აქედან სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსის” კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით მოათავსეს, ერთი ქალი კი გარდაიცვალა.

ექიმების განმარტებით, საშუალო ასაკის ორი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ორი პაციენტი უკიდურესად მძიმეა, ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით, პაციენტებს გადაუდებელი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადეს კლინიკაში.

დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.