გურჯაანში ნაძვი 2 მანქანას დაეცა

გურჯაანში ნაძვი 2 მანქანას დაეცაქალაქ გურჯაანში ქარისგან მოგლეჯილი მრავალწლოვანი ნაძვი ორ ავტომანქანას დაეცა და დააზიანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მრავალწლიანი ხეები მოგლეჯილია თელავის მუნიციპალიტეტშიც, სახურავებია გადახდილი ავტოფარეხებზე.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეფერხებულია თელავის ინტერნეტ მომსახურებაც.

პრაიმ ტაიმი