გვარამია – “უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს”

გვარამია - "უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს"მიხეილ სააკაშვილის აქ ყოფნა არის პუტინის ცივილიზაციური ომის ნაწილი, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, რადგან ის, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კრიზისების სამართავად სჭირდება.

„პირდაპირ ვამბობ, უკრაინა მიხეილ სააკაშვილს მოითხოვს, როგორც საკუთარი მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც სჭირდება მისი გამოცდილების გათვალისწინებით ამგვარი კრიზისების სამართავად. საქართველო არის სრულიად ურცხვი იმ თვალსაზრისით, რომ მესამე პრეზიდენტი რომ ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს ვერ გააცნობიერა კი არა, ამას შეგნებულად აკეთებს. მეორე მხრივ, უკრაინის მიმართ ეს არის უკიდურესად არამეგობრული ჟესტი, რასაც აკეთებს. საქართველოსგან არაფერი არ უნდა გვიკვირდეს, საქართველოში რუსეთის ცივილიზაციური ომი რუსეთის გამარჯვებით არის დასრულებული, თუ ქართველი ხალხი ამას შევეგუებით. უკრაინის გამარჯვების მერე ყველაფერს რომ მიიღებს უკრაინა და ჩვენ ვიქნებით ორღობე, ამასაც თუ ქართველი ხალხი შეეგუება, მაშინ ე.ი ბოლომდე ორღობეში უნდა ვიყოთ“,-განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იმართება.

იპნ