ირაკლი ოქრუაშვილი – “დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში…”

ირაკლი ოქრუაშვილი - "დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში..."ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში, სამი დღე დაბომბვისგან მიღებული კონტუზიის გამო დააწვინეს და ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს.
შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს და ფანჯრებზე აწყობს. ცოტა გავუბრაზდი, ხომ აგიკრძალეს ფიზიკური დატვირთვა და რა ტომრების ქვიშით ავსება აგიტყდა მეთქი. მთელი ღამე ყველა ექთანი (პატარა გოგოები) ამ ტომრებს ეზიდებოდნენ და მეც და სხვა დაჭრილებმაც უხერხულად ვიგრძენით თავი, წამოწოლილი ხომ არ ვიქნებოდითო.
ასეთი სოლიდარობაა ყველგან.”