ირაკლი ოქრუაშვილი – „უკრაინის ჯარის რიგითი გავხდი…”

ირაკლი ოქრუაშვილი - „უკრაინის ჯარის რიგითი გავხდი..."ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ესეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გავხდი.

არადა ბილეთი რომ გადმომცეს, იმ ქალბატონივით გავიფიქრე, CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები მეთქი.”