გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მსახიობები, ჯონ ტრავოლტა და ბრიუს უილისი 27 წლის შემდეგ ახალ ფილმში კვლავ ერთად გამოჩნდებიან. თუმცა ახლა ინფორმაცია გავრცელდა, რომ 66 წლის ბრიუს უილისი კინოდან მიდის.
The New Zealand Herald-ის ცნობით მას მეხსიერების დაქვეითება და დემენცია აქვს. ამის გამო მას ფილმებში თამაში სულ უფრო მეტად უჭირს.
ბრიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეჟისორმა მეტ ესკანდარიმ ისაუბრა:
„სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ბრიუს უილისის მსგავსი ლეგენდა შენ თვალწინ იშლება“, – აცხადებს რეჟისორი.
ფორტუნა