ლაგოდეხში ბმვ ხეს დაეჯახა – მძღოლი დაიღუპა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბმვ-ს მარკის ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა, შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო მძღოლმა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

იპნ