მარნეულში სასაფლაოს ღობეები მოიპარეს

მარნეულში სასაფლაოს ღობეები მოიპარესმარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეგლიარში სასაფლაოს ღობეები მოხსნეს და მოიპარეს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო ღონისძიებას ატარებდნენ.

გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დილით, როცა საფლავზე გავიდნენ, სასაფლაო ღობეების გარეშე დახვდათ. მარნეულის სოფლებში 1 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

მთავარი