მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავესმთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია“ Facebook-ში ავრცელებს.

როგორ დიღმელაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ერთკაციანი აქცია ჰქონდა და შენობას კვერცხები ესროლა.

შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის აღნიშნული ფორმით გუშინ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება გააპროტესტა.

იპნ