ნანუკა ჟორჟოლიანი – “ხულოში დავით სოლომონიძეს თითო ლარი მაინც შევუგროვოთ”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "ხულოში დავით სოლომონიძეს თითო ლარი მაინც შევუგროვოთ"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ხულოში, ალტ-ინფოსთვის ოფისის მიქირავებაზე უარი რომ თქვა, საამაყო მოქალაქე დავით სოლომონიძეა.
დღეს, ამ ურთულეს სოციალურ პირობებში, იდეის გამო უარი თქვა თვეში 1.500 ლარზე, რომელიც შესაძლოა მისი არსებობისთვის ერთადერთი საშუალებაც კი იყო.
ანგარიშის ნომრებს დავდებ კომენტარში და ყველამ ერთი ლარი რომ ჩავრიცხოთ, მადლობას ვეტყვით სწორი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.
მიყვარხართ ყველა. ზუსტად ვიცი რამდენიც ხართ და იქნებით.”