ნათია ფანჯიკიძე – “ფურჩალებიანი ტრუსიკი დაგვიბრუნეთ, მტარვალებო!”

ნათია ფანჯიკიძე - "ფურჩალებიანი ტრუსიკი დაგვიბრუნეთ, მტარვალებო!"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“რა მაგის პასუხია და ოსკარებზე იმდენი ტიტველაქალი იყო, აწი და აწი ადამიანთა სახეობას სექსი მარტო გაზაფხულზე მოუნდება, გამრავლებისთვის. ფსიქიკური პროცესიდან თანდათან სრულად განიდევნება სექსუალური ფანტაზია და წარმოსახვა.

პირველყოფილი უმანკოება გვიბრუნდება სიშიშვლის გავლით. ზოგს რომ უტრუსიკობა გარყვნილება ჰგონია, სრული დეეროტიზაციაა სინამდვილეში. ფურჩალებიანი ტრუსიკი დაგვიბრუნეთ, მტარვალებო.”