ნიკა გვარამია – “ეს ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზურის ერის განადგურებაა!”

ნიკა გვარამია - "ეს ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზურის ერის განადგურებაა!"ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“Бжания пообещал Сергею Лаврову отправить абхазцев на войну
ბოდიში, რაც არ უნდა იყოს მომხდარი და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, ესაა ჩვენი მოქალაქეების (ფორმალურად ვისი მოქალაქეებიც არ უნდა იყვნენ) საზარბაზნე ხორცად გამოყენება. თან, სრულიად დარწმუნებული ვარ, მათი ნების საწინააღმდეგოდ. აფხაზებს სძულთ რუსები და მათ ომში, მით უფრო, ამგვარ საშინელებაში, საკუთარი ნებით ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
ეს ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზური ერის პრაქტიკულად განადგურებაა!
ps ძალიან გთხოვთ, აფხაზებზე ჩვენი ტრავმების და სამართლიანი წყენის თუ ბრაზის ამსახველი კომენტარებისგან თავი შეიკავოთ ამ სტატუსის ქვეშ. არავიზე ნაკლებად არ მაწუხებს ეგენი მე თვითონ.”