ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 მარტს გამოიტანს

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 მარტს გამოიტანს“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლომდე გამოცხადდება. დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ის 22 მარტამდე გადაიდო.

არასამთაავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. რუსთავი ორის გაკოტრების საქმეში თავიდანვე ჩართულები არიან, ამბობენ რომ მათ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

მთავარი