ნინო გიორგობიანი – “დღეს დათო ბოლქვაძის დაბადების დღეა… ის ჩემი ბიძაშვილი იყო…”

ნინო გიორგობიანი - "დღეს დათო ბოლქვაძის დაბადების დღეა... ის ჩემი ბიძაშვილი იყო..."ნინო გიორგობიანმა ფეიაბუქში დაწერა:

“დღეს დათო ბოლქვაძის დაბადების დღეა! გმირი რეპორტიორის, რომელმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გასწირა. მისი სახელი და გადაღებული უნიკალური კადრებიც ისტორიას დარჩა!
“პატივს მივაგებთ რეპორტიორს, რომელიც მზად არის, იდგეს, როდესაც სხვები გარბიან და სვამდეს კითხვებს, როდესაც სხვებს შიში დუმილს აიძულებს“, – ეს წარწერა ვაშინტგონშია გაკეთებული, სადაც დათო ბოლქვაძის სახელი და გვარი მსოფლიო ჟურნალისტებს შორის არის. ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
დათო 1993 წლის 28 ოქტომბერს მოკლეს. ის ჩემი ბიძაშვილი იყო..”