ნინო ლომჯარია – “უკრაინაში ჩემი ვიზიტი მონახაზის დონეზე განიხილება”

ნინო ლომჯარია - "უკრაინაში ჩემი ვიზიტი მონახაზის დონეზე განიხილება"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!”