პროკურორი გურული – ბრალდებული უგულავა ისევ დამცინის

პროკურორი გურული - ბრალდებული უგულავა ისევ დამცინისბრალდებული გიგი უგულავა დასაცინი ხართო მეუბნება, მერამდენე პროცესია შეურაცხყოფას მაყენებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ პროკურორის რეპლიკის ეტაპზე გიგი უგულავას ნათია გურულმა ჰკითხა, თუ რა იყო სასაცილო, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ “სასაცილო კი არა, დასაცინია”.

“ნუ ცხარობთ ჩემი კარგო, მესმის რომ ტყუილის გამყარება გიწევთ, დაიწყნარეთ ნერვები”,- მიმართა პროკურორს უგულავამ.

“ვის აქვს ნერვები დასწყნარებელი, ეტყობა. სამართლებრივი არგუმენტები გელევათ და შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ, უკვე მერამდენე პროცესია ზღვარს ცდება ბრალდებული. ყველა ადამიანი თავისი ზრდილობის დიაპაზონს აჩვენებს საზოგადოებას”,- განაცხადა გურულმა, რასთან დაკავშირებითაც, უგულავამ აღნიშნა, რომ “პროკურატურის უტიფრობის დიაპაზონი „რაზმახისას“ ცდება”.

იპნ