ლადო რიგვავა სოციალურ ქსელში წერს:
„არავის არ ეგონოს რომ რამეს ვაჭარბებ ან ამ თემის გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. კატასტროფის წინაშე ვდგევართ. ეს არის დაგეგმილი ოპერაცია.ჩასახლება ომის გარეშე. თუ დაჭირდებათ ტანკებითაც გაამაგრებენ, მაგრამ უფრო ადვილად, ამათ დასაცავად. პუტინს რომ არ აწყობდეს, “ვოლგებით” გამოუშვებდა რუსეთის საზღვრებიდან ათასობით მანქანებს?ათასობით დღეში, ყოველ დღე. 10 საათიანი განახლებადი რიგია non-stop. ქართველი მესაზღვრეები მეუბნებოდენ რო აღარ იციან რა ქნან მაგრამ კანონის მიხედვით მოქმედებენ. ეს არის ჩვეულებრივი КГБ-ს გეგმა. აქ იმაზე აღარ არი ლაპარაკი მოგვწონს ჩვენ რუსები თუ არა. დღეს მთელი დღეა აქ ვარ (და გამოდის რო ღამეც) და ჯოჯოხეთია. 4-ის ნახევარია და არ წყდება. საბჭოთა მატრასები და დივანები მანქანების თავზე დამაგრებული, საერთოდ უკბილო მთვრალი კაცი “ზაჟიგალკას” რო ეძებს. ვერც კი წარმოიდგენთ რა ტიპის ადამიანები ვნახე! ისეთები როგორებსაც თვითონ ნორმალური რუსები არ იკარებენ. რაც კი გაუბედურებული ხალხია მთელ რუსეთში მთელი დღის მანძილზე შემოდიან. გადაგვარების პირას ვართ. უკრაინა იარაღით იბრძვის და სიკვდილი ჯობია იმის წარმოდგენას რომ ჩემ შვილს თავისივე ქვეყანაში, პარკში გასეირნებისას არყით გამძღარ ვოლგის მძღოლს უნდა უყუროს სტოლბასთან რო ქანაობს. თან ერთი კონფლიქტური ეპიზოდი ამ ნაკადიდან რომელიმე ადამიანთან და ეგრევე ჯარი წამოვა. ეს ხომ უკვე კარგად ვიცით? არაჰუმანური? გადაგვარების პირას ვართ. ვაგებთ ომს. დროზე უნდა ავაყირავოთ ყველაფერი რომ საზღვრები გავაკონტროლოთ.“

