ქეთა ციტაიშვილი – “მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა”

ქეთა ციტაიშვილი - "მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა"“ფეისბუქ-კომენტარის გამო, გუშინ საღამოს, მამაჩემს სახლში შეუვარდა, ყოფილი თანამშრომლის ძმა, იარაღით, 7 ტყვია ისროლა… ახლა გამოძიება მიმდინარეობს, განზრახ მკვლელობის მუხლით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთა ციტაიშვილი წერს.

“მეგობრებო, გუშინ მე და ჩემი ოჯახში, რაღაც, მძაფრსიუჟეტიან თრილერში მოვხვდით. დეტალურად უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, რომ ქოცების სახე კიდევ უფრო კარგად დაინახოთ.

ჩემი ოჯახის ოპოზიციური განწყობა ყველამ იცით… მამაჩემიც, სოციალურ მედიაში, ღიად აფიქსირებს ხოლმე თავის აზრს.

მამაჩემი ტელევიზიაში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ მისი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის პოსტზე დაუწერია კომენტარი, ზუსტი ციტატა არ მახსოვს მაგრამ შინაარსით ასეთი იყო: ადრე მიშას რა სიუჟეტებსაც უკეთებდი, ახლა იგივეს ქოცებს უკეთებ, “გადაპორტირებული” ნაცი ხარ, ქოცებშიო.

და აი აქ იწყება დაუჯერებელი ამბავი.

ამ კომენტარის გამო, გუშინ საღამოს, მამაჩემს სახლში შეუვარდა ყოფილი თანამშრომლის ძმა, იარაღით, 7 ტყვია ისროლა, (საბედნიეროდ, 2 მილიმეტრიანი დაშორებით აცდა ტყვიები მამაჩემს, კარგად არის). ახლა გამოძიება მიმდინარეობს, განზრახ მკვლელობის მუხლით. ჯერ-ჯერობით პასუხისგებაში არავინ არ არის.

ახლა თქვენ მითხარით, როგორი სიტყვის თავისუფლება მოგვიტანა ბიძინამ? ღიად თუ ჩემი აზრი დავაფიქსირე, სახლში მივარდებიან იარაღით ჩასაცხრილად და აზრის გამოხატვა თუ მომინდება, სასწორზე ჩემი სიცოცხლე უნდა დავდო????”, – წერს ქეთა ციტაიშვილი.

მთავარი