“როგორი მძიმე ტკივილი ხარ” – რიკოთის ავარიისას დაშავებული ევაკუატორის მძღოლი გარდაიცვალა

"როგორი მძიმე ტკივილი ხარ" - რიკოთის ავარიისას დაშავებული ევაკუატორის მძღოლი გარდაიცვალარიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ევაკუატორის მძღოლი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, დაიღუპა.

ფოტოს სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს. ბაქარ მარგველაშვილი 25 წლის იყო, მას  ორსული მეუღლე და 1 წლის შვილი დარჩა.

,,შენ ჩემი დიდი ტკივილი ხარ. ჩემო ბავშვობავ შენ ჩემი ძმა იყავი და იქნები მუდამ  არა არ მჯერა, შენ რომ აღარ იქნები. რატომ ვერ გაუძელი, ამდენი ხანი იბრძოლე, ეხლაც გებრძოლა, მეწვის გული, როგორი მძიმე ტკივილი ხარ ” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობარი.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე ავარია 12 მარტს მოხდა. საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელშიც ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ევაკუატორს დაეჯახა.  ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 3 პოლიციელი.

მეგა ტივი