რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს

 რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენესპრემიერ ლიგის საბჭომ რომან აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მიერ გაფართოებულ სანქციებს მოჰყვა, რომლის შედეგადაც რომან აბრამოვიჩს აქტივები გაეყინა.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, პრემიერ ლიგის საბჭომ რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის დირექტორის თანამდებობაზე დისკვალიფიკაცია მოახდინა.

საბჭოს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს კლუბის უნარზე ივარჯიშოს და ითამაშოს თავისი მატჩები, როგორც ეს დადგენილია მთავრობის მიერ გაცემული ლიცენზიის პირობებით, რომელსაც ვადა ეწურება 2022 წლის 31 მაისს“, – ნათქვამია განცხადებაში