ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამშობლოში რუსო ,,ტურისტო”!
მოდი, მე ვიქნები თქვენი გიდი და მოგატარებთ საქართველოს. 9 აპრილის მემორიალს გაჩვენებ, შინდისის გმირების საფლავს, გიორგი ანწუხელიძის საფლავთანაც მიგიყვანთ. ჩემთან ოზურგეთში, ზაზა დამენიას საფლავს გაჩვენებთ. გაჩვენებ ტატუნაშვილის საფლავს და ყველა იმ ადამიანის საფლავს, სადაც თქვენი გენი და სისხლი გაერია და ამოხოცა ერის საამაყო ხალხი. მათ ოჯახებს გაგაცნობთ შავებიან დედებს, დებს, ცოლებს, შვილებს, მამებს და ძმებს. მინდა რომ შეგრცხვეთ, მაგრამ სირცხვილი არ იცით თქვენ რა არის!!!
მავთულხლართებიდან რატო არ გადმოხვედით?! თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდოდათ და როცა შეზღუდვის საფრთხე იგრძენი ჩემკენ გამოეშურე? მერე შენი შიზოიდი მმართველი იტყვის ჩემს მოქალაქეებს ავიწროვებენო და ისევ ჩვენი სისხლი უნდა დაღვაროს.
არასოდეს ვყოფილვარ ნაცისტი, მაგრამ ვერ ვიტან თქვენ არსებობას ჩემს ქვეყანაში!
დიდება გმირებს!“

