რუსთავში რესტორნიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთში იჩხუბეს

რუსთავში რესტორნიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა ერთმანეთში იჩხუბეს ხმაური იყო რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ერთერთი რესტორნიდან გამოსული ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

სამართალდამცავების მისამართზე გამოცხადების შემდეგ ადგილიდან რამდენიმე პირი განარიდეს, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

ინფორუსთავი