სააკაშვილი – “ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ გიორგი ქუფარაშვილი სიკვდილს გადაარჩინა…”

სააკაშვილი - "ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ გიორგი ქუფარაშვილი სიკვდილს გადაარჩინა..."მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი.

ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას.
ვუსურვებ ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს.”