„პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სოფო ჭყონიამ შეამჩნია ეს ბავშვი…“ – ელენე ხოშტარია

„პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე სოფო ჭყონიამ შეამჩნია ეს ბავშვი...“ - ელენე ხოშტარიაელენე ხოშტარია სციალურ ქსელში წერს:

„სადგურზე, სადაც ლვოვიდან მატარებელი ჩამოდის და ხალხის დიდი ნაკადია, მოწყობილია დახმარების ცენტრი. იქვე სადგურში ჩამოსულებს ახვედრებენ საჭმელს, სიმკარტებს, შინაური ცხოველებისთვის საჭირო ნივთებს, ჰიგიენის საგნებს…იქვე ხდება ხალხის გადანაწილება სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. უამრავი ხალხი ირევა, უამრავი საჭიროებაა.

დედები მძიმე ჩანთებით და ბავშვის ეტლებით, დაღლილი მოხუცები, ეძებენ ინფორმაციას, ცდილობენ დაკვალიანებას. ხოდა სადაც არ გაიხედავთ ყველა ადამიანის სახეზე დაინახავთ ისტორიას: დაღლილობა, დარდი, შემართება, გადარჩენის ინსტინქტი, ბევრი რამე.

ხოდა ამ ბევრ ისტორიაში Sofia Tchkonia-მ შეამჩნია ეს ბავშვი, რომელიც საორგანიზაციო ოთახთან ცოტა მორიდებით და თან ინტერესით ტრიალებდა. ვაკვირდებოდით ამ ბავშვს და უცებ დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად.
აქ არის სიკეთე და სიმართლე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.“