მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მე-10 წელია, ასე გაჭირვებით და აგურ-აგურ ნაშენებ სახელმწიფოს ანგრევენ. მოშალეს და დააკნინეს ყველა სახელისუფლებო შტო. ძირი გამოუთხარეს სახელმწიფოს უსაფრთხოების ყველა სისტემას. ჯარისკაცები ყარაულებად აქციეს, დაზვერვა და კონტრდაზვერვა პოლიტიკოსების მწყემსებად, საგარეო კი ფოსტად. აღარაფერს ვამბობ კრიმინალსა და კორუპციაზე. ერი გახლიჩეს. ერთმანეთს გადაკიდეს და დაასუსტეს.
ოპოზიციას სტიგმა დაადეს რაშიც, სამწუხაროდ, თავად პოლიტიკოსებმაც შეუწყვეს ხელი. ქვეყნის ტერიტორიაზე სოკოებივით გაამრავლეს რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციები. ეკლესია კრემლის რუპორად იქცა. ოკუპანტის იდეოლოგიას და პროპაგანდას არათუ არ ებრძვიან, არამედ ხელს უწყობენ კიდეც. მე-10 წელია მეთოდურად ამზადებენ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს რუსებისთვის ხონჩით მისართმევად.
ჩემი მოკრძალებული აზრით, დღეს სწორედ ასეთი სავალალოა ვითარება. ახლა ჩვენი ბედიც უკრაინაში წყდება.“

