თამუნა ყურაშვილი – “მე და ვახო დილის 4-ზე ჩამოვფრინდით… უკრაინელი გოგო გამომელაპარაკა…”

თამუნა ყურაშვილი - "მე და ვახო დილის 4-ზე ჩამოვფრინდით... უკრაინელი გოგო გამომელაპარაკა..."თამუნა ყურაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დილის 4 საათზე ჩამოვფრინდით, როცა თვითმფრინავიდან ავტობუსით აეროპორტის შენობისკენ მივდიოდით გამომელაპარაკა ახლაგაზრდა გოგო.
-თქვენ უკრაინელი ხართ?
-მე? არა
-გულსაბნევი რომ გიკეთიათ, მეგონა უკრაინელი იყავით,
-მე არა, მაგრამ უკრაინაში ვიყავი, თქვენ საიდან ხართ?
-მე ხარკოვიდან
-მარტო მოდიხართ?
– ჰო, მოხუცი მამა გადმოყავთ რუსეთიდან, იქით მოხვდა დონეცკიდან და ლარსზე უნდა დავხვდე, რომ უკან წავიყვანო, ბავშვები და დედა დავტოვე რუმინეთის საზღვართან.
-სად უნდა წახვიდეთ ახლა?
-არ ვიცი, ვაგზალზე გავათებენ და მერე წავალ ზემო ლარსზე.
-საქართველოში ხართ ნამყოფი?
-არა, პირველად ვარ
-წამოდით ჩვენთან, დაგეხმარებით ყველაფერში
მოვიყვანეთ ანია სახლში, ცოტა შოკში იყო ამის გამო.
დილის 6 ზე გლოვოთო გამოვიძახე ქართული საჭმელი, ხაჭაპური,მწვადი,ფხალი,შქმერული. ვჭამეთ, ვისაუბრეთ.
ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს როგოც თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო. ჯერ ლუგანსკიდან იყო იძულებით გადაადგილებული ხარკოვში, ერთი წელია ბინა უყიდიათ, ნელნელა არემონტებდნენ თურმე, მერე იქიდანაც მოუწიათ დასავლეთით წასვლა.
ბოლოს დაეხმარა გოგო, რომელთანაც ერთად პოლონეთში მუშაობდა წლების წინ, არ ვმეგობრობდოთ უბრალოდ ნაცნობები ვიყავითო და მის მშობლებმთან გამიშვა ჩერნოვციშიო, რუმინეთის საზღვართან.
ახლა ჩემთანაა, ხვალ წავიყვან ლარსში და გამოვიხსნით მამამისს რუსეთიდან. აქ ვერ დარჩება, რადგან ქმარს არ დატოვებს მარტო უკრაინაში, ასე ამბობს. ჯერჯერობით ზოგადად არ იცის რას იზამს, ბავშვებთან უნდა დაბრუნდეს რომ ოჯახი ერთად იყოს.
11 წლის და 4 წლის შვილი ყავს
რაც შემიძლია ყველანაირად დავეხმარები, ახლაც და მერეც.”