თელავში სახლში გაზი აფეთქდა

თელავში სახლში გაზი აფეთქდათელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე, დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები.

აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა შუახნის ქალი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

რუსთავი 2