წალენჯიხაში დეპუტატ ზაზა უბილავას დისშვილი ხანძარში დაშავდა

წალენჯიხაში დეპუტატ ზაზა უბილავას დისშვილი ხანძარში დაშავდაწალენჯიხაში, ჭალე-მუჟავას დეპუტატის ზაზა უბილავას სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობა დაიწვა და მისი დისშვილი მძიმედ დაშავდა.

“7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ის ჯერ ზუგდიდში, კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას თბილისში, შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ”, – თქვა სოფლის რწმუნებულმა.

ირკვევა ისიც, რომ იმის გამო, რომ წალენჯიხაში საკმარისი რაოდენობის რეანომობილები არ არის, სასწრაფო დახმარების ზუგდიდიდან ჩასვლა გახდა საჭირო.

“რეანომობილი არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი!
ჭალეში დამხმარე ნაგებობა იწვის.

ამ წუთებში მცირეწლოვანი ძლიერი დამწვრობით ზუგდიდიდან გამოძახებული რეანომობილით მიჰყავთ.
მთავარია, რომ მოზარდი გადარჩა!”,- წერს ვიცემერი თამარ ბელქანია.

გავრცელებული ცნობით, მოზარდი ცეცხლის დანთებას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას ხელზე ნავთი გადაესხა. ცეცხლი აალდა და ტანსაცმელს გადაედო. 7 წლის ბიჭი ოჯახის წევრმა გადაარჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დამწვარია დამხმარე ნაგებობა.

პრაიმ ტაიმი