წალენჯიხელ გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს

წალენჯიხელ გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინესწალენჯიხის საკრებულოს წევრს, პარტიიდან „საქართველოსთვის“, გელა აბულაძეს ბრალი წარუდგინეს.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, ლაშა თოდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს.

„გელა აბულაძეს ბრალი წარედგინა 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სრული აბსურდია. გელა აბულაძე არ აღიარებს მოცემულ ბრალდებას. ის აპირებს მის ხელთარსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებას, რათა დამტკიცდეს მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესებზე. გელა აბულაძე დაკავებას უკავშირებს პოლიტიკურ საქმიანობას“, – აღნიშნავს ლაშა თოდუა.

ამასთან ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდება აბსურდულია და გელა აბულაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს. მისივე თქმით, შესაძლოა, სასამართლო პროცესზე ალტერნატივის სახით გირაოს წინადადება დააყენონ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა“ დაკავებული.