ზურა პირველი სოციალურ ქსელში წერს:„ბავშვები!
ძალიან მიყვარდა ბავშვების ყურება!
არც კოცნა მიყვარს, არც კბენა, არც ჩქმეტა და არც ჩაჯუჯგვნა… ვიცი, რომ თვითონ არ უყვართ… უბრალოდ მიყვარდა ბავშვების ყურება ქუჩაში, ტრანსპორტში, პარკებში… ვგიჟდები, როცა ბავშვი დედასთან, ან მამასტან, ან ბებია-ბაბუასთან ერთადაა ტრამვაიში და რაღაცეებს ეტლიკინება… განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა ბავშვი, საოცრად გადამდებია… თუ ბავშვს შეშინებული თვალები აქვს, მზად ვარ ქვეყანა გადავატრიალო, რომ შიში გაუქრეს თვალებიდან… შეხტომა-შეხტომით რომ მოდიან ხოლმე ქუჩაში, მეც თითქოს ყველაფერი მიწესრიგდებოდა ტვინში…
ასე იყო ამ ომამდე!
ახლა ყველა ბედნიერი ბავშვის დანახვაზე უკრაინელი ბავშვები მახსენდებიან… რუსების დახოცილი ბავშვები… ან შეშინებული… ფოტო რომ შემხვდება ბავშვებით, ძალიან დიდ ხანს ვუყურებ ხოლმე… მაზოხისტი ნამდვილად არ ვარ…
ვეღარ ვუყურებ ბედნიერ ბავშვებს ქუჩაში!“

