ზესტაფონში კომისარიატის კედელი ჩამოიშალა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

უბედური შემთხვევა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

პრაიმ ტაიმი