ამნისტიის კანონში ცვლილების გამო 250-მა პატიმარმა დატოვა ციხე

ამნისტიის კანონში ცვლილების გამო 250-მა პატიმარმა დატოვა ციხეამნისტიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს.

გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დახვდნენ.

12 აპრილს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ ]კანონი მიიღო. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველას, ვინც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსაჯვრედებულის სტატუსით იმყოფებოდ, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდა.

იმედინიუსი