ავსტრალიამ პუტინისა და ლავროვის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიის მთავრობამ სანქციები რუსეთის კიდევ 147 მოქალაქეს დაუწესა.

მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერი პუტინი შვილები: კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი: ეკატერინა ვინოკუროვა.

სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის დუმის 144 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინის მიერ 22 თებერვალს უკრაინის ორი რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის არალეგიტიმურ “აღიარებას.