ბარბაროსული თავდასხმა ლვოვზე – დაღუპულია 6 ადამიანი

ბარბაროსული თავდასხმა ლვოვზე - დაღუპულია 6 ადამიანილვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დილის 10 საათისთვის ლვოვში რუსეთის დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული და რვა დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი.

„რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას ჰაერიდან, ცინიკურად ეუბნებიან მთელ მსოფლიოს თავიანთ “უფლებაზე”… მოკლას უკრაინელებ”, – წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.