ბექა ქორშიამ ფეისბუქში დაწერა:
“ჩემი საყვარელი სააღდგომო ისტორია.
მარკეტის რიგში ვდგავართ მე და ერთი ძაან ფეშენისტა 70 წლამდე ქალი. ცქმუტავს, ვერ ისვენებს:
– ჭკუიდან გადავდგები, რაა… – ამბობს. ამ დროს ვიღაც ბიჭი მოდის და უსინდისოდ წინ უხტება.
– ვერ მხედავ, შვილო ?
– ა, თქვენც რიგს ელოდებით ?
– არა, ცეცხლის გარდამოსვლას…”

