თამუნა მუსერიძე – „ჩემი ბიძაშვილი უნდა გაგაცნოთ“

თამუნა მუსერიძე - „ჩემი ბიძაშვილი უნდა გაგაცნოთ“ტელეწამყვანი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ ბევრი ვმალე თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ – ნია ზარანდია. ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს,  ჩემთან ერთად იკვლევს სანათესავოს. ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ პასუხი.

ნიას ბებია, ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები, ან და-ძმა. საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა. ხათუ, მადლობა ყველაფრისთვის”.