„ბუჩას ტრაგედიაზე ნაკლები არ მომხდარა აფხაზეთში…“ – მამუკა გამყრელიძე

„ბუჩას ტრაგედიაზე ნაკლები არ მომხდარა აფხაზეთში...“ - მამუკა გამყრელიძემამუკა გამრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბუჩას ტრაგედიაზე ნაკლები, თუ მეტი არა, არ მომხდარა აფხაზეთში. უიარაღო სამოქალაქო პირების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა, მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაში, შვილების თვალების დათხრა და დედისთვის დათხრილი თვალების ჭმევა !
ქართველების გენოციდი აფხაზეთში ითხოვს საკადრის შეფასებას და აღიარებას მსოფლიოში !
შეხედეთ სომხებს. ათწლეულებია არ შეუჩერებიათ ზეწოლა დასავლეთზე, რომ აღიარონ მათი გენოციდი თურქეთში. ჩვენ კი დიდგორის ბრძოლის დღესასწაულად გამოცხადებაზე თურქების პროტესტის გამო ჩავიჯვით !!!
აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტრაგედიები მოითხოვს მათ საერთაშორისო აღიარებას და შეფასებას, როგორც ეთნოწმენდა და გენოციდი!“