გუდუნა ივანე დარბუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი, დღეს ჩემი მეგობრის ნაცნობზე ერთი ისტორია მომიყვეს. თურმე ეს ბიჭი (შვეიცარიელია) ბუდაპეშტში ერთ-ერთ ბარში მაგრად გამომთვრალა, ვიღაც გოგო აქეთ პატიჟებდა სასმელზე, ესეც ჭკუაზე არ ყოფილა ისეთი ლამაზი გოგო ყოფილა, იფიქრა ალბათ ეს რა ბედში ჩავარდიო.
კარგად რომ გამოათრო ეს ბიჭი, სახლში დაპატიჟა გასართობად, ესეც ბედნიერი გაყვა თუმცა ამის მერე არაფერი ახსოვს. გაიღვიძა ქუჩაში, ნახევრად შიშველმა და აღმოაჩინა, რომ ნაკერები ედო. მაშინვე დაურეკავს სასწრაფოში და საავადმყოფოში წაუყვანიათ. მოკლედ სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა უბრალოდ ერთი თირკმელი ამოაჭრეს.
ექიმები გაოცებულები ყოფილან ისე სუფთად იყო ოპერაცია გაკეთებული.
ცოტა შოკში ვარ სულ გაგიჟდა მთელი მსოფლიო.
მოკლედ, დაივიწყეთ ქალები და ბუდაპეშტი თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ.”

