ჩხოროწყუში ავარიაში რუდიკ ლემონჯავა დაიღუპა

ჩხოროწყუში ავარიაში რუდიკ ლემონჯავა დაიღუპაჩხოროწყუში, სოფელ მუხურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 22 აპრილს, ღამით მსუბუქი ავტომობილი ბეტონს შეეჯახა.

გარდაცვლილი სოფელ ზუმის მკვიდრია 30 წლის მამაკაცია. ის რუდიკ ლემონჯავაა.

“მთელი სოფელი გლოვობს. გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა”,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული, ბაკურ ქომეთიანი.

პრაიმ ტაიმი