„დაჭრილი ხეზე მიაბეს, ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს” მღეროდა” – გიორგი ფანჯავიძე

„დაჭრილი ხეზე მიაბეს, ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს" მღეროდა" - გიორგი ფანჯავიძე გიორგი ფანჯავიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გავიხსენოთ ლეგენდარული ქართველი მებრძოლი მერაბ მინდიაშვილი ზედმეტ სახელად „ვირო”, რომელიც ცოცხლად იწვოდა და „შავლეგოს” მღეროდა…

1991 წლის 18 მარტს, გამთენიისას, მერაბ მინდიაშვილს სეპარატისტები ერედვის გზაზე ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

მისი თანამებრძოლი, ქვისლი ზვიად ხაბარელი ადგილზე დაიღუპა, მერაბი მუცელში დაიჭრა..

ოსმა სეპარატისტებმა, დაჭრილი მერაბი ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.

ცოცხლად წვავდნენ და ის მაინც „შავლეგოს“ მღეროდა.

ეს ისტორია წლების შემდეგ, მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა.

ნუგზარ ყაულაშვილი იხსენებს, რომ წლების შემდეგ სეპარატისტებმა მერაბის მკვლელობის ადგილას მოტყუებით მიიყვანეს ზვიად ხაბარელის ძმა, რომელსაც შურისძიება ჰქონდა გადაწყვეტილი ჯალათებზე და ისიც იმავე ადგილას მოკლეს.

პ.ს. მოვა დრო და ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს მათ მკვლელებს!

ქართველის მკვლელობა დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს!”