გია უდესიანი – “დღეს, 20 აპრილს, საფრანგეთის მთავრობამ უარი უთხრა საქართველოს ჩემ ექსტრადირებაზე”

გია უდესიანი - "დღეს, 20 აპრილს, საფრანგეთის მთავრობამ უარი უთხრა საქართველოს ჩემ ექსტრადირებაზე"გია უდესიანმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეს 20 აპრილს საფრანგეთის პარიზის სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა ჩემს ექსტრადირებაზე საქართველოს მთავრობას.ეს მეორედ ეთქვა უარი ქოცურ მთავრობას ჩემს ექსტრადირებაზე.

მაშ ესე მივყვეთ მოვლენებს! 2017 წელს უნგრეთის მთავრობამ განუცხადა უარი საქართველოს ქოცურ მთავრობას ჩემს ექსტრადირებაზე! 2018 წელს ინტერპოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ სპეციალური დადგენილება გამოუშვა ჩემ საქმესთან მიმართებაში და დღემდე მიცავს ეს დადგენილება!

2019 წელს ლიეტვუაში ქოცურმა მთავრობამ ლიეტუვას ძალოვნები შეიყვანა შეცდომაში და ფულის გათეთრების ბრალდებით ჩემს შვილებზე და მეგობრებზე აღძრეს საქმე,ორწლიანი ძიების შემდეგ შეწყვიტეს საქმე დანაშაულის არ არსებობის გამო და არაოფიციალურად ბოდიშიც მოიხადეს.არადა ლიეტვუაში საქმის აღძვრის არა ოფიციალური მიზეზი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არაოფიციალური სტუმრობა იყო ვილნიუსში ,სადაც მასპინძლობა ჩემმა შვილებმა გაუწიეს!

2022 წელის 20 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკამ მეორეჯერ განუცხადა უარი ოლიგარქიულ-ქოცურ რუსულ მთავრობას!!მერამდენედ უნდა გაფარჩაკდედ და მოგეჭრათ თავი ქოცებო!გაგრძელება იქნება სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში!!მალე შეხვედრამდე!”