კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გილოცავ, მა
წელს 66 ხდები, და ისე მინდა რომ ცოცხალი იყო… ძაან. ბევრი რამე მინდა გკითხო, გაჩვენო როგორ ვვაჭრობ ქართულ ენაზე ლილოზე (“მუქთად” არის ჩემი საყვარელი სიტყვა) და სანნი როგორ გგავს.
სხვათაშორის, კახა ბენდუქიძე როგორი ბაბუ იქნებოდა? მე ვფიქრობ რომ ქართველი ბებიებისნაირი – “ჩვენი ბიჭი ყველაზე ჭკვიანია და საყვარელია”
ძალიან მენატრები, არა მარტო როგროც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველი მოღვაწე. ძალიან გვაკლიხარ საქართველოში / მსოფლიოში
პ.ს. ვგიჟდები შენს სტილზე ამ ფოტოზე. უფრო კაი ამინდი რომ იქნება, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული“.

