„გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები… 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია“ – დავით ქაცარავა

„გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები... 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია“ - დავით ქაცარავადავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
„2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები.
დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება.
რუს ორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული.
სხვათაშორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე.
ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს.
მორდორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს.“