კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს 

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინელი პროკურორების განცხადებაში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულს იძიებენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინის სამხედრო პროკურატურა „შეაგროვებს და შეინახავს რუსეთის აგრესიის მტკიცებულებებს, დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვას“.